Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი „გირჩის" 11 800 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს

17 მაისი, 2019 20:22

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედური არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში წინასაარჩევნო და გასულ პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გადააგზავნა.

აქედან, 3 საქმე პარტია „გირჩის“ სახელზეა:

- წლიური დეკლარაციებში აღმოჩენილი კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიღებული შემოწირულება (მოთხოვნილი სანქცია 8 300 ლარი)

- საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა (სანქცია 1500 ლარი)

- 3-კვირიანი დეკლარაციების წარმოდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევა (2 000 ლარი)

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს „გირჩმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს მიმართა. როგორც პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საპასუხო წერილში მიუთითებდა, მისთვის მიუღებელი იყო აუდიტის მიერ დადგენილი რეგულაციები. 

„ჩვენი აზრით ე.წ. ,,პოლიტიკური ფინანსების” ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი. საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები (მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაც)", - ნათქვამია იყო „გირჩის" წერილში. 

გარდა ამისა, „გირჩი" აცხადებს, რომ ყველასთვის ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით, ცნობილია რომ ამ სფეროში ტრიალებს უამრავი „შავი ფული", გასაგებია რომ ყოველი არჩევნების წინ მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ 1 დღეში მილიონების შეგროვება არ არის ბუნებრივი ამბავი, პრაქტიკულად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ დადასტურებულია რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ 600,000-მდე ადამიანისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება, წარმოადგენდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს, და ეს ყველაფერი თქვენი უწყების მხრიდან რჩება რეაგირების გარეშე.

„გირჩისთვის", რომელიც ერთადერთი პარტიაა ამ ქვეყნაში რომელიც სრულად შემოწირულობებით არსებობს და პრინიციპულად უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსების ოდესმე მიღებაზე, რაღაც ფორმების შევსების და სამ კვირაში ერთხელ წარდგენის დავალდებულება, არის თავხედობასთან მოსაზღვრე ცინიზმი. ვაფასებთ ამ ცინიზმს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას", - აღნიშნავდა „გირჩი" და აუდიტს გამოსავალს სთავაზობდა, - „თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს და გადმოგიგზავნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^