ზუგდიდში, სადაც მერის არჩევნები მიმდინარეობს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის დამკვირვებლები უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მიერ მოქალაქეთა აღრიცხვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ერთ-ერთი კოორდინატორი თანხას არიგებდა. ფაქტის ამსახველი კადრი ჯერ არ გავრცელებულა.
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. „პრაიმტაიმის“ კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.
დაძაბული ვითარებაა ზუგდიდის მე-9 და მე-80 უბანზე.
მე-80 უბანზე იმყოფება „ლიბერალის“ კორესპონდენტი.