Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება პოლიტიკაში - მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 11:15

"უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა,რომ ჯალათი მსხვერპლია და სიმართლისთვის მებრძოლი ავაზაკი. მთაწმინდელებს მოვუწოდებ, ვინც არჩევთ თეთრსა და შავს ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 

-----------

დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. 

გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება. 

მთაწმინდაზე სულ 43,908 ამომრჩეველია და 31 საარჩევნო უბანია. 
მარნეული  - 99,717 51 ამომრჩეველია,  90 საარჩევნო უბანია;
ზესტაფონი - 54,943 56 ამომრჩეველი; 53 საარჩევნო უბანი; 
ჭიათურა - 42,896 67 ამომრჩეველი; 58 საარჩევნო უბანი; 
ზუგდიდი - 120,837 84 ამომრჩეველი; 107 საარჩევნო უბანი;
ხულო - 24,123 ამომრჩეველი; 54 საარჩევნო უბანია: 
 

კანდიდატები

მთაწმინდაზე სულ 20 კანდიდატია, მათგან ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები” შალვა შავგულიძე. „გირჩი” - გერმანე საბო; კობა დავითაშვილი; სოფიო ხორგუანი; გრიგოლ გეგელია.

მარნეულში 15 კანდიდატია:  „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” ზაურ დარგალი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” აგილ მუსტაფაევი; ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის აკმამედ იმამკულიევი.

ზესტაფონი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” ბაქარი ხიჯაკაძე; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ანზორ ნებიერიძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გიორგი გოგლიჩიძე.

ჭიათურაში 13 კანდიდატია - „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი დავით ჭუმბურიძე.

ზუგდიში სულ 16 კანდიდატია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვს; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გიორგი შენგელია.

ხულოში 14 კანდიდატია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” ირაკლი ჯორბენაძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” ვახტანგ ბერიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^