ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს, რომელიც ხმის მისაცემად უბანზე მივიდა, პირადობა სახლში დარჩა. ხმის მიცემა მან მოგვიანებით შეძლო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა მოითხოვს ცვლილებებს, მე პოზიცია სწორედ ცვლილებების სასარგებლოდ დავაფიქსირე და დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოში და ჩვენს ლამაზ მხარეშიც ცვლილებების დრო სულ მალე დადგება”, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.
ხულოში 24,123 ამომრჩეველი და 54 საარჩევნო უბანია.
__________________
დღეს თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.
მთაწმინდაზე სულ 43,908 ამომრჩეველია და 31 საარჩევნო უბანია.
მარნეული - 99,717 51 ამომრჩეველია, 90 საარჩევნო უბანია;
ზესტაფონი - 54,943 56 ამომრჩეველი; 53 საარჩევნო უბანი;
ჭიათურა - 42,896 67 ამომრჩეველი; 58 საარჩევნო უბანი;
ზუგდიდი - 120,837 84 ამომრჩეველი; 107 საარჩევნო უბანი;
ხულო - 24,123 ამომრჩეველი; 54 საარჩევნო უბანია.