სამეგრელოში, სოფელ კოკში # 97 საარჩევნო უბანზე დაძაბულობა იყო. კოკში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
როგორც „ლიბერალს“ შსს-დან განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, დაკავებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტი.