ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, N95-ე საარჩევნო უბანზე ნიკა გვარამიასა და „ქართული ოცნების" აქტივისტს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც იქ მყოფებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ნიკა გვარამია კოორდინატორების სიების ნახვას ცდილობდა, როდესაც მასთან აქტივისტი ქალი მიიჭრა და უთხრა, რომ მან თავი მოაძულა. გვარამია კი მისი ვინაობით დაინტერესდა, და მისი ბეიჯის ნახვა სცადა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა, საბოლოოდ გვარამიამ მას ბეიჯი წაართვა და მისი მფლობელის ვინაობა გაასაჯაროვა - ეს გახლდათ ქეთევან სორდია, „ქართული ოცნებიდან".
სორდიამ მოგვიანებით რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ იგის გვარამიას არათუ გალანძღავს, არამედ კისერში დანასაც გაუყრის, რადგან ის უნამუსოა და მას ხელით შეეხო.
„რა უფლებით მომკიდა ხელი და მაჯანჯღარებდა? ჩემი ქმარია თუ მეგობარი?" - თქვა „ქართული ოცნების" დამკვირვებელმა ქეთევან სორდიამ.
სორდია გვარამიასთან დაპირისპირება ჰქონდა, ინციდენტს იხსენებს: