უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, რომ მათ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, შემდეგ მთელი საქართველო.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს, ადუღებული სამეგრელო და აჭარა, და რომ სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს.
„თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, - თქვა თალაკვაძემ - ჩვენ აუდიოჩანაწერი უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს".
თალაკვაძის თქმით, მათ ინფორმაციით, ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა გამოიტანეს.