Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

19 მაისი, 2019 12:53

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. 

„ჩვენი ამოცანაა, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და ყველა უწყება მომართულია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, ყველა საარჩევნო ოლქსა და ყველა საარჩევნო უბანზე.

ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ კანონდარღვევას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. 

მინდა მოგმართოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და თითოეულ თქვენგანს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდო.

უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, ვინაიდან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს.

ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში.

მივმართავ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, მოგიწოდებთ, რომ იყოთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით ვუპასუხოთ.

ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა  ჩანაწერთა წიგნში, არავის მისცეთ საშუალება, დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში.

დასასრულ, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო დამკვირვებელ ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივ, ასევე  საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობებს განსაკუთრებით ზუგდიდის საოლქო კომისიაში. ამის შესახებ ჩვენ მუდმივად ვაწოდებდით ინფორმაციას სადამკვირვებლო   ორგანიზაციებს და ვატყობინებდით იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილოს ყურადღება.

დარწმუნებული ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ", - აცხადებს ჩუგოშვილი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^