Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამკვირვებლების მიერ ამორმჩევლისთვის პირადობის მოწმობის შემოწმება დაფიქსირდა - ცესკო

19 მაისი, 2019 12:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა. „აღსანიშანვია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არც ერთ პირს გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს და რეგისტრატორს აქვს უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშავონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი, ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას“, -განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^