
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი ბატკნით, ყვავილებითა და ნამცხვრით მივიდა.
უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი იყო. ის საჩუქრების მიღებას უარყოფს.
ვიდეოს პალიტრანიუსი ავრცელებს. ვიდეოში ამომრჩეველი ამბობს, რომ მისი სოფელი ოცნებაა, და რა თქმა უნდა, „ოცნების" მხარდამჭერია.
ოლქში საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.