
ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. 15:00 საათის მდგომარეობით ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებშია - 56.4%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში. მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 21%-ია მისული.
15:00 საათის მდგომარეობოთ ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:
თბილისი, მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი - 21%;
საგარეჯო - 56.4%;
ახმეტა - 36.4%;
მარნეული - 22.6%;
ადიგენი - 42.9%;
ზესტაფონი - 30.5%;
ჭიათურა - 32.4%;
ტყიბული - 29.6%;
წყალტუბო - 35.4%;
ოზურგეთი - 31.7%.
ზუგდიდი - 32.8%;
ხულო - 40.6%.
12:00 საათისთვის, თბილისში ამომრჩეველთა 10.4% იყო მისული, ზუგდიდში 20.1%, მარნეულში - 14%, საგარეჯოში კი - 35.7%.