
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული Presa.ge-ის მთვარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე ამჟამად ფოთის ფოთის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ, - ამის შესახებ შსს-ში „ლიბერალს" განუცხადეს.
გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული.
პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა, ჟურნალისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები ამ წუთებში ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან. არაერთი მცდელობის მიუხედავად, პოლიციის წარმომადგენლები თინა ბოკუჩავას გიორგი კაპანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.