ხმაურისა და კამათის გამო მარნეულის #2-ე უბანზე საარჩევნო პროცესი შეფერხდა. ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება, დაკვირვებოდა პროცესს და მის გაძევებას შეეცადნენ.