
ცესკო-ის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 26,6%-მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი.
როგორც ცესკო-ის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნებზე, ამავე საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 31,1% შეადგინა.
ყველაზე მეტი აქტიურობა საგარეჯოშია. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად 309 ამომრჩეველია. საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო - 49,5% (11 931 ამომრჩეველი).
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:
ახმეტა - 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული - 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი - 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა - 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული - 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო - 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 38,6% (46 702 ამომრჩეველი).