Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის - მიხეილ სააკაშვილი

20 მაისი, 2019 0:54

„ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრისა და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, შარშან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა მოიპარა გიორგი ვაშაძის გამარჯვება. მისი თქმით, ივანიშვილმა არჩევნები საქართველოში გააუქმა და „ჩაიდო ჯიბეში“. 

„როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, მას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდნენ გამარჯვების შესაძლებლობას,მაინც მხარი დავუჭირე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში და ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ბევრმა ირწმუნა თავისი ძალა, ბევრმა მოსინჯა თავისი ძალა, მათ შორის ამ პოლიტიკურ რაუნდში. დღეს დგება ისეთი შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა არჩევნები საქართველოში გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა, ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, იმისთვის,რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. 

„იმისთვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში ან ქვეყნის მასშტაბით, ამის ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარებისა ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ მოშორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში შეუთავსებელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^