ზუგდიდში 107 უბნიდან 74 დათვლილია. 74 უბნის მონაცემების მიხედვით, სანდრა რულოვსმა მიიღო ხმების 42.75%, ხოლო გიორგი შენგელიამ 54.45%.
-----------
დღეს თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.
გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.
მთაწმინდაზე სულ 43,908 ამომრჩეველია და 31 საარჩევნო უბანია.
მარნეული - 99,717 51 ამომრჩეველია, 90 საარჩევნო უბანია;
ზესტაფონი - 54,943 56 ამომრჩეველი; 53 საარჩევნო უბანი;
ჭიათურა - 42,896 67 ამომრჩეველი; 58 საარჩევნო უბანი;
ზუგდიდი - 120,837 84 ამომრჩეველი; 107 საარჩევნო უბანი;
ხულო - 24,123 ამომრჩეველი; 54 საარჩევნო უბანია.
კანდიდატები
მთაწმინდაზე სულ 20 კანდიდატია, მათგან ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები” შალვა შავგულიძე. „გირჩი” - გერმანე საბო; კობა დავითაშვილი; სოფიო ხორგუანი; გრიგოლ გეგელია.
მარნეულში 15 კანდიდატია: „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” ზაურ დარგალი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” აგილ მუსტაფაევი; ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის აკმამედ იმამკულიევი.
ზესტაფონი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” ბაქარი ხიჯაკაძე; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ანზორ ნებიერიძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გიორგი გოგლიჩიძე.
ჭიათურაში 13 კანდიდატია - „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი დავით ჭუმბურიძე.
ზუგდიში სულ 16 კანდიდატია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ‐ „გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვსი; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” გიორგი შენგელია.
ხულოში 14 კანდიდატია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ „გაერთიანებული ოპოზიცია” ირაკლი ჯორბენაძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” ვახტანგ ბერიძე.