
NDI-იმ საქართველოში საზოგადოების განწყობა გამოიკვლია. 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სმენია თუ არა მოსახლეობას უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, 57%-მა განაცხადა რომ სმენია, 36%-ს – არა.
შეკითხვაზე, უნდა აღიაროს თუ არა ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა? 51% ამბობს, რომ უნდა აღიაროს, 13%-ის აზრით, არ უნდა აღიაროს, ხოლო 35%-მა უპასუხა, რომ არ იცის.
საველე სამუშაოების თარიღები: 28 მარტი-15 აპრილი, 2019, ჩატარდა 2,927 პირისპირი ინტერვიუ წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის. კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი – +/- 2,3%