Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახაძე VS შავგულიძე - ვის (არ) უჭერენ მხარს მეორე ტურში ვერგადასული კანდიდატები

20 მაისი, 2019 16:33

უკვე ცნობილია, რომ მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება.

ხელისუფლების კანდიდატი, ლადო კახაძე, „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს დაუპირიპირდება.

ამ უკანასკნელმა ამომრჩეველთა 36,83%-ის ხმა მიიღო, ლადო კახაძემ კი – 41%.

„ლიბერალი" დაინტერესდა, თუ ვის დაუჭერენ მხარს მეორე ტურში სხვა კანდიდატები.

ლევან იოსელიანის შტაბის უფროსმა, ალეკო ელისაშვილმა გვითხრა, რომ ისინი ამ საკითხზე მხარდამჭერებთან გამართავენ კონსულტაციებს და რამდენიმე დღეში აცნობებენ საზოგადოებას.

გრიგოლ გეგელიას  კი უკვე გადაწყვეტილი აქვს რომ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, ის პოლიტიკაში მოვიდა ახალი იდეებით, ახალი ტიპის პოლიტიკის საკეთებლად, რომლის პრიორიტეტიც სოციალური სახელმწიფოა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორებიცაა – ეკოლოგია, სიღარიბე, განვითარებაზე აქცენტი. ვერ ვხედავ, რომ რომელიმე კანდიდატი ამ იდებს ლობირებდეს – ამბობს გეგელია „ლიბერალთან" საუბრისას.

სოფო ხორგუანის თქმით კი, ის მთაწმინდის ამომრჩეველი არ არის. ერთადერთი, რაც სურს, მადლობის თქმაა მთაწმინდელებისთვის მთელი იმ მონდომებისთვის, რაც ამ კამპანიის დროს გამოხატეს, „დანარჩენი თვითონ გააკეთონ არჩევანი, მე ვენდობი მათ გადაწყვეტილებას", - უთხრა „ლიბერალს" ხორგუანმა.

„ლიბერალი“ ესაუბრა კობა დავითაშვილსაც – არჩევნების მეორე ტურში ის არავის მხარდაჭერას არ გეგმავს.

„ჩემამდე არ მოსულა ასეთი ინფორმაცია. რომელიმე კანდიდატმა „გირჩს“ მხარდაჭერა სთხოვა?! - უთხრა „ლიბერალს“ ჰერმან საბომ.

„ჩემთვის, რაღაც მიზეზების გამო რომ ეთქვათ, მოდით, თქვენი ხმა აქეთ გადაამისამართეთო, მე გამიტყდებოდა. 

ამიტომ, არ ვაპირებ სხვებს გავუკეთო ის, რაც ჩემს თავზე არ მომეწონებოდა. ზოგადად, არ ვაპირებ, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო ჩემს ამომრჩეველს.

მგონია, რომ „გირჩის“ ამომრჩეველი ქვეყანაში პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე განათლებულია და თავად უკეთ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, ან წავიდნენ თუ არა არჩევნებზე.  ასე რომ, ჩემი მხრიდან მოწოდება არ იქნება". - ამბობს ჰერმან საბო.

რაც შეეხება მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს, ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს, მათ შესახებ საუბრისას საბო აღნიშნავს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი არ არის. მისი აზრით, ერთი ან მეორე კანდიდატის პარლამენტში მოხვედრის  შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება.

ამავე დროს, საბოს თქმით, თითოეულის შესაძლო გამარჯვების შეფასებისას რაღაც ლოგიკა არსებობს. „თუ ვიტყვით, რომ შავგულიძე უნდა მოხვდეს პარლამენტში, ამას შემდეგი ლოგიკით ასაბუთებენ: „ოცნება“ გადაწყვეტს, რომ დაღმავალ გზაზეა და შიგნით ვითარება აერევა. მეორე ლოგიკით, როგორც ამბობენ, კახაძემ უნდა მოიგოს არჩევნები, იმიტომ, რომ 2020-მდე, რაც უფრო კომფორტის ზონაში იქნება მთავრობა, მით მეტ შეცდომას დაუშვებენ და უფრო ადვილი იქნება მათი რეალურად შეცვლა. ორივე ლოგიკა ლეგიტიმურია და რომელი მოეწონებათ „გირჩის“ მხარდამჭერებს, მათი გადასაწყვეტია. ვინმესთვის მხარის დაჭერა რომ მდომებოდა, პირველივე ტურში დავუჭერდი“, - ამბობს საბო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^