დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტმა ფიცი დადო და საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება, აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერით გამოწვეული კონფლიქტი დასრულდეს.
„ჩვენ უნდა გავხდეთ ისლანდიელები ფეხბურთში, ისრაელელები ქვეყნის თავდაცვაში და იაპონელები ტექნოლოგიებში“
რუსეთთან მიმართებაში საუბრისას მან განაცხადა, რომ ისინი უნდა გახდნენ „შვეიცარიელები, რათა ერთმანეთთან ბედნიერად შეძლონ ცხოვრება, მიუხედავად განსხვავებებისა“.
ზელენსკის თქმით, მისი პრიორიტეტია, ასევე, დონბასში ცეცხლი შეწყდეს. მან პირობა დადო, რომ იბრძოლებდა კორუფციის წინააღმდეგ.
BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ არც ერთი რუსი ოფიციალური პირი არ იყო ინაუგურაციაზე მიწვეული.
ზელენსკი ინაუგურაციაზე უკრაინულად საუბრობდა, მაგრამ აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუბრისას მან რუსულად განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, იმისთვის, რომ დიალოგი დავიწყოთ, საჭიროა უკრაინელი პატიმრების დაბრუნება“.
41 წლის ყოფილმა შოუმენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და დაამარცხა პეტრო პოროშენკო. ზელენსკის მოსახლეობის 73%-მა დაუჭირა მხარი.