ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 51-ე საჯარო სკოლის მე-12-კლასელები დღეს სკოლის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მოზარდებს შორის დაპირისპირება დანით მოხდა.
„ლიბერალი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ შეტყობინება სამართალდამაცავ უწყებაში შევიდა. მათი ცნობით, ჩხუბი, სავარაუდოდ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ვერ მოგვაწვდიან. მათი თქმით, ინციდენტის ადგილზე სამართლადამცავები მუშაობენ.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იმყოფება, სკოლის ადმინისტრაცია მომხდარზე ღია კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ერთ-ერთმა მანდატურმა დაჭრის ფაქტი უარყო, თქვა, რომ ჩხუბი მოხდა, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. მისივე თქმით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი განცხადებას გააკეთებს.