საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადებას შემოიტანს, რომელსაც ზურაბიშვილის თქმით, უთუოდ დაუკმაყოფილებს.
„ჩვენი წარმატებული და უნიჭიერესი ქეთი მელუა ... ინგლისის პოპის ვარსკლავი, საქართველოს სიამაყე ... თუმცა მოქალაქეობა ჩამოერთვა როცა მიიღო ბრიტანეთის თავშესაფარი და მოქალაქეობა, ეხლა კი შემოიტანს თხოვნას აღდგენაზე და უთუოდ დაუკმაყოფილდება...“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე