NDI-იმ დღეს პოლიტიკური საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. NDI-იმ კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოსახლეობას თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენების შესახებაც დაუსვა შეკითხვები.
შეკითხვაზე, როგორ აფასებენ თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, 62% მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უმეტესად პოლიტიკური ინტერესით იყო განპირობებული. 16% ფიქრობს, რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ განაპირობა.
კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3%-ია.