დღეს გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილი.
ერთ-ერთი შეკითხვის საშუალებით მკვლევრები ცდილობდნენ, გაერკვიათ მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ.
პასუხი „არ მსმენია“ შემდეგი პოლიტიკოსების მიმართ დაფიქსირდა (შერჩეულია 20%-ზე მაღალი მონაცემები):
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე - ხათუნა სამნიძე - 47%;
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი - 46%;
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი - 45%;
„ევროპული საქართველოს“ წევრი - ირაკლი აბესაძე - 41%;
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი - გიორგი ქობულია - 41%;
ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი - 40%;
„ევროპული საქართველოს“ წევრი - ოთო კახიძე - 37%;
განათლების მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი - 35%;
ვიცე-სპიკერი - თამარ ჩუგოშვილი 33%;
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი - შალვა შავგულიძე - 32%;
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი - 31%;
უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე - 30%;
„ევროპული საქართველოს“ წევრი - სერგი კაპანაძე - 30%;
„ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე - 27%;
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია - 22%.
________________
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია.
აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.