როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე, –განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შეფასებისას.
კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია ამ პრობლების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. არჩევნები გვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი ნდობამ შეადგინა 60 პროცენტი.
ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის წინ საქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროს გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე.