შინაგან საქმეთა სამინიტროში მიმდინარეობს გამოძიება ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე.
ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს.
პოლიცია საქმეს 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პოლიცია მიმართა და ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პირველად გამოცემა "ბათუმელებმა" დაწერა. სტუდენტი "ბათუმელებს" მოუყვა, რომ ლექტორი მას თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.