Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WISG: ჰომოფობიური ჯგუფები ლგბტ თემისთვის საჯაროსთან ერთად ონლაინსივრცის წართმევასაც ცდილობენ

22 მაისი, 2019 13:13

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი“ ჯგუფის (WISG) განცხადებით, თითქმის ერთკვირიანი შეფერხების შემდეგ, Facebook-ზე, WISG-ის ოფიციალური გვერდზე განთავსებული ვიდეომასალა და ორგანიზაციის ვებგვერდიდან გაზიარებული ბმულები კვლავ ხელმისაწვდომია. თუმცა, მათი გვერდის აღდგენა ვერ მოესწრო 17 მაისამდე, რამაც შეაფერხა WISG-ის ონლაინ აქტივობა აიდაჰო დღესთან დაკავშირებით.

ამასთან, WISG-ის განცხადებით, მათ შეიტყეს, რომ 17 მაისის დღეებში ონლაინ შეტევა მოხდა სხვადასხვა ორგანიზაციისა და აქტივისტთთა Facebook გვერდებზეც, საქართველოსა და სომხეთში. რაც აჩვენებს, რომ ჰომოფობიური, ექსტრემისტული ჯგუფები ლგბტ თემისთვის საჯაროსთან ერთად ონლაინსივრცის წართმევასაც ცდილობენ. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური თავდასხმები ონლაინსივრცეში გლობალური და გადაუჭრელი პრობლემაა.

___

„მომხდარმა გვაჩვენა, რა მასშტაბებს აღწევს Facebook-ის პლატფორმაზე ჰომოფობიური და ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედება, რომლებიც ყალბი ანგარიშების მობილიზებით, რეპორტინგით და გვერდების დაჰაკვით, ერთი მხრივ, ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და აქტივისტების საქმიანობას, მეორე მხრივ კი, ფართო აუდიტორიის წინაშე ავრცელებენ ჰომოფობიურ, მიზოგინიურ, რასისტულ თუ სხვა ტიპის სიძულვილის ენის შემცველ და მიზანმიმართულად მცდარ ინფორმაციას.

WISG-ის გვერდის დაბლოკვის შემდეგ, მომდევნო დღეები განმავლობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, Facebook-ის ადმინისტრაციას აქტიურად მივმართავდით და ვაცნობებდით მომხდარის შესახებ, უკუკავშირის ფორმებისა და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით;

ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გვერდის ფუნქციონირების აღდგენა 17 მაისამდე, რათა ორგანიზაციას შეზღუდვა არ ჰქონოდა აიდაჰო დღესთან დაკავშირებით ონლაინ აქტივობაში მაინც, იმ პირობებში, როცა ამ დღის აღნიშვნას საჯარო სივრცეებში ლგბტქი თემი, პირადი უსაფრთხოების დაცულობით და პოლიტიკური რისკების გარეშე, წლებია, ვეღარ ახერხებს.

მიუხედავად დაპირებისა, Facebook-მა ვერ უზრუნველყო სწრაფად გადაემოწმებინა მის სისტემაში WISG-ის გვერდთან დაკავშირებული რეპორტების რელევანტურობა და ბლოკის მოხსნა 20 მაისამდე.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციამ და აქტივისტებმა გაგვიზიარეს მსგავსი გამოცდილების შესახებ 17 მაისის დღეებში. თითქმის პარალელურად WISG-ის გვერდის დაბლოკვისა, შეტევა განხორციელდა და გატეხეს Success ბარის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორის პირადი ანგარიშიც, თუმცა ადმინისტრატორმა მალევე მოახერხა ანგარიშის დაბრუნება, სანამ თავდამსხმელები "საქსეს" ბარის გვერდზე შეაღწევდნენ.

ინფორმაცია მოგვაწოდა Pink Armenia-ს წარმომადგენელმაც, მამიკონ ჰოვსეპიანმა, მასშტაბური ფეისბუქ შეტევის შესახებ, რომელიც 17 მაისს სომხურენოვანი მომღერლის Franco Cáceres-ის ფეისბუქ გვერდის გატეხვით დაიწყო.

მომღერლის გვერდზე შეღწევის შემდეგ, ჰაკერებმა განათავსეს და მისივე პირადი ბარათით 120$-ად დაარეკლამეს პოსტი, სადაც იმუქრებოდნენ, რომ „ინტერნეტს სოროსის გრანტის მჭამელებისგან გაწმენდნენ“. ამასთან, ისინი დაიმუქრნენ რამდენიმე აქტივისტის გვერდების დაბლოკვით, რომელთაგანაც ერთ-ერთი სომხეთის „ქალთა რესურს ცენტრის“ და „სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის“ დამაარსებელი, ლარა აჰარონიანია.

აჰარონიანის პირადი ფეისბუქ ანგარიში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დაბლოკილი. მიზეზად განცხადებაში ჰაკერები "გარყვნილების გავრცელებას" და "ეროვნული ღირებულებებისა და რელიგიის შეურაცხყოფას" ასახელებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ WISG-ის გამოცდილება ტექნიკურად განსხვავებული იყო და კიბერ თავდამსხმელებმა ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორის ანგარიშის გატეხვა ვერ მოახერხეს, მობილიზებულმა ჯგუფებმა აქტიური რეპორტინგით მაინც შეძლეს 17 მაისს ონლაინ სივრცეში ისევე შეეზღუდათ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, როგორც ამას ფიზიკურ საჯარო სივრცეებში მობილიზებული ჯგუფები აღწევენ.

ფეიბუქი, რომელიც კომპანიის უსაფრთხოების დოკუმენტებსა და პოლიტიკურ ხედვაში ხშირად აცხადებს, რომ ხელს უწყობს დემოკრატიული და თავისუფალი გარემოს შექმნას ლგბტ აქტივისტების საქმიანობისთვის, ფაქტია, ამ პოლიტიკას რეალობაში ვერ ახორციელებს.

მომხდარი ცალკეული შემთხვევები გვაჩვენებს უფრო ფართო სურათს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით - თუ რამდენად დიდია ჰომოფობიური და სხვა ტიპის ექსტრემისტული ჯგუფების მობილიზება (რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურად და პოლიტიკურად დაინტერესებულ მსხვილ კორპორაციებსა და ჯგუფებზე) და ონლაინ სივრცის წართმევის მცდელობა, ისეთივე აგრესიული მეთოდებით, როგორც ამას ფიზიკურ საჯარო სივრცეებში ვაწყდებით.

თუკი ფეისბუქი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ პლატფორმაზე ინფორმაციის გავრცელების და რეპორტინგის კონტროლისთვის სისტემურ გაუმჯობესებას, არსებული სისტემა ამჟამად ხელს ისევ კარგად დაფინანსებულ და მობილიზებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს, რომელთა ინტერესების წინაშე ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები, მათ შორის ლგბტქი აქტივისტები შეუდარებლად უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩაბმული“, - ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^