მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ა(ა)იპ ასოციაცია „ატუს" მიეცა უფლება, სახელმწიფო ნაკვეთზე მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხე.
- იმერული მუხა - 60
- ძელქვა - 49
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა კვლევა - „ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო“, სადაც „ასოციაცია ატუ“ დაკავშირებულია ბიძინა იავნიშვილთან. მაგ: კვლევაში ვკითხულობთ, რომ აიპ „ასოციაცია ატუ“ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც „ბანკი ქართუს" ცენტრალური ოფისი;
რეესტრის მიხედვით, ასოციაციის თავმჯდომარეა როსტომი ჩაბრაძე, ხოლო წევრები - ბიჭია დემეტრაშვილი; კახა კობიაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარე როსტომ ჩიბრაძე „ქართულ ოცნების“ შემწირველია. მან აპრილში პარტიას 10 000 ლარი შესწირა ასევე, 15 000 ლარი შესწირა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ჩიბრაძე 2012 წლიდან თითქმის ყოველწლიურად სწირავდა პარტიას თანხას.
ასევე „ქართული ოცნების“ შემწირველია ასოციაციის წევრი კახა კობიაშვილი, მან 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 140 000 ლარი შესწირა პარტიას, მესამე წევრმა ბიჭია დემეტრაშვილმა კი ჯამში - 43 078 ლარი.