Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაადაპტირებული შენობის აშენებისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს

22 მაისი, 2019 17:20

დღეს პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სივრცის მოწყობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპრექტით მშენებლობის პროცესში შშმ პირთა საჭიროებების არგათვალისწინებაზე დაწესდება სანქციები და ეს მექანიზმი იმუშავებს არსებული პრობლემების აღმოფხვრამდე. ასევე სანქციები განისაზღვრება გეოგრაფიული არეალისა და სამშენებლო კლასების მიხედვით.

კანონპროექტის მიხედვით, ზედამხედველობის არეალში მოექცევა ხუთივე კლასის შენობა-ნაგებობები და ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ათასიდან 20 ათას ლარამდე მშენებლობის მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით. განისაზღვრება ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო და ეს იქნება მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის მისაწვდომობა. ადაპტირებული სივრცეების, ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოსა და სერვისების გარეშე შეუძლებელია თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ჩვენი ვალია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ადაპტირების პროცესი იყოს შეუქცევადი საქართველოში და ეს ერთიანი ხედვისა და კოორდინაციის პირობებში ხორციელდებოდეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

კანონპროექტის ინიციატორები რატი იონათამიშვილთან ერთად არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი.

რატი იონათამიშვილის თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი ინიციატივით გარდამავალ დებულებებში საქართველოს მთავრობას ორი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური საკითხის დარეგულირება დაევალება:

  • შშმ პირთათვის სამშენებლო ახალი ეროვნული სტანდარტების შემუშავება, სადაც მოხდება ყველა კატეგორიის შშმ პირთა მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება, ვინაიდან ადაპტირება არ არის მხოლოდ პანდუსი და ეს არ კეთდება მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის;
  • დაიწერება მისაწვდომობის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც ერთიანი ხედვით განისაზღვრება ადაპტირების პროცესი, მოხდება კონკრეტულ პროექტებზე პასუხისმგებელი კონკრეტული სახელმწიფო უწყებების განსაზღვრა და ასევე ამასთან ერთად განისაზღვრება კონკრეტული ვადები და რესურსები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^