Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

23 მაისი, 2019 13:57

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეს განიხილავს.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო და სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს დაესწრო თავად ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს. მაშინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ლაშა თორდიას მტკიცებით, ფარცხალაძეს მისი საქმიანობის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნა არ მოსწონდა და თორდიას ამ დოკუმენტების უკან გაწვევას სთხოვდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

ოთარ ფარცხალაძეს 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ ჩოხელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა. მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელზეც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, 28 მაისს ჩაინიშნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^