Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯორჯიან მანგანეზს“ მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან - EMC და საია

23 მაისი, 2019 14:31

„EMC და საია გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას შპს „ჯორჯიან მანგანეზში”. ამ პრაქტიკის არსებობას ადასტურებს და ააშკარავებს ჭიათურაში შრომითი სიტუაციის შესახებ ჩატარებული კვლევები, გაფიცვის მონაწილეების ჩვენებები, ისევე, როგორც, მიმდინარე გაფიცვის სპონტანური ხასიათი." -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორი არამსათავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. 

განცხადებაში წერია, რომ ხშირია საწარმოს მხრიდან შესვენების, დასვენების, ბიულეტენის, ზეგანაკვეთური შრომის წესების დარღვევის ფაქტები და შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებელი ვალდებულებების გარდა, დასაქმებულებისთვის დამატებითი სამუშაოს მიცემის პრაქტიკა.

EMC და საია ასევე აფასებენ კომპანიის 22 მაისის განცხადებას, სადაც  “ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ გაფიცვა არის უკანონო და გაფიცულებთან მოლაპარაკებების რესურსის ამოწურვის გამო აპირებს, მიმართოს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს.

„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შპს “ჯორჯიან მანგანეზს”, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ კომპანიას, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის.

მიმდინარე გაფიცვა ასევე აჩვენებს შრომის კანონმდებლობის ხარვეზებსაც. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს შრომის ინსპექციის მანდატი და დაავალოს შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა, რაც შრომითი უფლებების გარანტირებისთვის ეფექტიან მექანიზმს შექმნის." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^