Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე ანაკლიის პორტის შესახებ: ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება

23 მაისი, 2019 15:41

ანაკლიის პორტის შესახებ პირადად ჩემთვის ორი მთავარი საკითხია, - ამბობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აზუსტებს, - პირველი გახლავთ ის, რომ მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აშენდეს და მეორე, უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად.

როგორც ბახტაძე ამბობს, მთავრობა ორი პრინციპით ხელმძღვანელობს - ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში.

„ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა, მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ დავიწყოთ, რაც შეიძლება დროულად, პორტის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი დრო, ენერგია და ამავე დროს ფულადი სახსრებია ინვესტირებული ჩვენი მხრიდან ამ პროექტში და, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო. კარგია, რომ ეს დიალოგი შედგა. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არის პრინციპული მნიშვნელობის, მათ შორის, გადასახადების გადამხდელებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხრიდან კონსორციუმის მხარდაჭერა გაგრძელდება. მთავარია, პროექტის მიმდინარეობაში მთავრობამ პროგრესი დაინახოს.

„როცა საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება - კომერციული ინტერესი სად არის ამ პროექტში, მაშინ როგორ ექნება ამას კომერციული დატვირთვა კერძო ინვესტორის მხრიდან. ამიტომ, ყველა ის საკითხი, რომელშიც შეიძლება მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, გაგრძელდება. მთავარია, ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან ჰქონდეს განცდა საზოგადოებას და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსის მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით - პირველი, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება დროულად“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ვადებს, პრემიერის თქმით, ვადა დინამიკაზეა დამოკიდებული და ზუსტი თარიღი არ არის განსაზღვრული.

„ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რომელსაც კონსორციუმი შეძლებს. ეს არის მსხვილი პროექტი და მესმის რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში არ შეიძლება ასეთი მიდგომებით ვსაუბრობდეთ ამ საკითხზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩანდეს დინამიკა, მზადყოფნა, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებები შესრულდება“,- განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^