Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები შიმშილობენ

23 მაისი, 2019 15:54

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მერიის შენობასთან პროტესტს განაგრძობენ. მათგან 15 მაღაროელი შიშილობს, ერთმა მაღაროელმა წუხელ პირი ამოიკერა. 

მაღაროელების მოთხოვნებია: 

  •  შპს „ჯორჯიან მარგანეზის“ დასაქმებულების შრომის ანაზღაურება გაიზარდოს  50% -ით;
  •  მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება აიკრძალოს;
  •  ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტები გაუმჯობესდეს;
  •  საგაფიცვო და შემდგომი პერიოდისათვის გაფიცვაში ჩართული მუშები დაცულნი იყვნენ ყოველგვარი ზეწოლისგან და მათ მიმართ აღიარებული იქნას გაფიცვაში მონაწილეობა.

____________________________________

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა 150  მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს.

მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

გაფიცვიდან მეორე  დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.

ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც მაღროელები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი  ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დათანხმდნენ.

ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი მე-7 დღეა შიშილობენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ცნობით, „დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“.

„შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

შიშილობასთან ერთად მაღაროელებმა პროტესტის კიდევ ერთ უკიდურეს ზომას მიმართეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^