Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ჭიჭინაძე პარტიას ქმნის

23 მაისი, 2019 16:24

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე პარტიის შექმნას გეგმავს. როგორც დეპუტატმა „რუსთავი 2-ს“ უთხრა, ახალ პოლიტიკურ ძალას 22 ივნისს დააფუძნებს.

„ვფიქრობ, კარგი სტარტი გვექნება. ის, რაც მოვსინჯეთ ჩვენ ძალები, ჭიათურაში დამოუკიდებელი კანდიდატი დავაყენეთ და მხარს ვუჭერდით, ვფიქრობ, პირველი მცდელობისთვის საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა. ბაზა მომზადებულია, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური მოძრაობა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თავად დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი იყო წლების განმავლობაში. ის პარტიის სამდივნომ 2018 წლის 18 ივლისს გარიცხა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მის ახალ პარტიაში „ოცნებიდან“ წამოსული სხვა პირებიც იქნებიან.

„მე აქცენტს ძირითადად ვაკეთებ რეგიონულ ლიდერებზე, „ქართული ოცნების“ ყოფილ წარმატებულ წევრებზე. საკრებულოს ყოფილ წევრებზე, რომლებსაც გამოცდილება აქვთ პოლიტიკური ცხოვრების. ოღონდ არა როგორც პირველი პირები, არამედ როგორც შუა რგოლი. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა შუა რგოლშია, მათში, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, - თქვა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2-თან“ არ აკონკრეტებს, ვინ იქნება მისი პარტიის წევრი, მაგრამ მათ შორის არ იქნება ეკა ბესელია, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ცალკე პარტიის შექმნას აპირებს.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია [ვინ იქნება წევრი]. უფრო ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ 2012 წელს მონაწილეობდა და „ქართულმა ოცნებამ“ განდევნა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^