Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზალკალიანი დავით გარეჯზე: აუცილებელია, ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში

23 მაისი, 2019 17:57

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზვიად ანანიაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, რომელზეც ჩანს, რომ სავარაუდოდ აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის კომპლექსში, ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით გზა გაჰყავთ. ზალკალიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და გადაამოწმებს როგორც დელიმიტაციის კომისიის ფარგლებში, ისე მესაზღვრეებთან.

„მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ამ ყველაფერს გადავამოწმებთ. იცით, რომ პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე, როგორც ჩვენს კომისიას“, - განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გაჰყავს გზა ტრაქტორს. კადრების ავტორი ზვიად ანანიაშვილი წერდა, რომ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტექნიკაა მობილიზებული და ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით გზას აკეთებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^