Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

23 მაისი, 2019 20:44

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ხაზგასმულია აშშ-საქართველოს პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაქვს პატივი, ამერიკელი ხალხის სახელით მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ პირადად თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის სიღრმისეული მეგობრობა განაგრძობს სრულფასოვან განვითარებას, რადგან ორივესთვის ძვირფასია დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რაც ჩვენი მოქალაქეების ღირსების დაცვას ისახავს მიზნად. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება.  ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^