Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო 5 წელში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავი არ გაიაფდა - TI

24 მაისი, 2019 12:50

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციების შესახებ.

საწვავის ფასები

საწვავზე ფასის ცვლილება, ძირითადად, ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსსა და აქციზის გადასახადის ცვლილებაზეა დამოკიდებული. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე  გაიზარდა).

საწვავის ხარისხი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევაში ასევე საუბრობს საწვავის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ  ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა;

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებს  პერიოდულად ამოწმებს - 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა.ყველა შესწავლილი ნიმუში შეესაბამებოდა სტანდარტებს, ერთის გარდა. „ბპ ოილის“ სახელით მოქმედ ბენზინგასამართ სადგურზე აღებულ პრემიუმის საწვავში დარღვეული იყო ოქტანობის მაჩვენებელი.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი.

„2014 წლის შემდეგ ქვეყნების წილი იმპორტირებულ საწვავში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს ძირითადად რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილის ზრდამ განაპირობა. 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში 50 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა, რაც საწვავის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5% იყო. ყოველწლიურად იზრდებოდა და 2018 წელს 296 ათას ტონას მიაღწია, რაც 6-ჯერ მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე და საწვავის მთლიანი იმპორტის 27%-ს შეადგენს. 2018 წლიდან რუსეთი საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა.

კონკურენცია

2014 წელს 12 ნოემბერს კონკურენციის სააგენტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო. 

„სააგენტოს ცნობით, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც
შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს - შპს „ლუკოილ ჯორჯიას”, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, შპს
„რომპეტროლ საქართველოს”, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას”,
შპს „ბინული 1-ს“, შპს „ი თი აის“ და შპს „L ოილს“ ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით,
დაეკისრათ ჯარიმა - ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით“, - წერია გამოქვეყნებულ კვლევაში. 

წაიკითხეთ კვლევა სრულად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^