უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ, „სლუგა ნაროდამ“, რომლის დასახელება ზელენსკის მონაწილეობით გადაღებული ცნობილი სერიალის სახელწოდებიდან არის აღებული, ძირითად იდეოლოგიად ლიბერტარიანიზმი დაასახელა. პარტია ბიზნესში სახელმწიფოს მინიმალური მონაწილეობისა და ბიზნესის მინიმალური რეგულირების მომხრეა.
„ჩვენი ხედვაა ეკონომიკის ლიბერალური მოდელი, სადაც სახელმწიფო იქნება სერვისის მიმწოდებელი. ყველა სფეროში დაშვებული იქნება კერძო ინიციატივები, რომელიც სამართლებრივად იქნება დაცული", - აცხადებს ზელენსკის წარმომადგენელი უმაღლეს რადაში რუსლან სტეფანჩუკი.