დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საკითხზე თავის პოზიციას Facebook-ზე წერს.
„სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები", - აღნიშნავს ჯაღმაიძე.