2019 წლის 22 მაისს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დაასახელდა. მათ შორის, საქართველოდან - ბექა ადამაშვილი.
ესენი არიან :
ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია),
პიია ლეინო (ფინეთი),
სოფი დოლი (საფრანგეთი),
რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი),
ბექა ადამაშვილი (საქართველო),
ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი),
იან ქარსონი (ირლანდია),
ჯიოვანი დოზინი (იტალია),
დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა),
მართა ძიდო (პოლონეთი),
ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი),
ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი),
ჰასკა შიანი (უკრაინა)
მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო)
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაჯილდოვდა 108 ავტორი 4 ქვეყნიდან. შარშან ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ 10 წლის იუბილე ნოველების კონკურსით, „ევროპული ამბებით“, აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო წინა წლების ყველა ლაურეატს. თავისი ისტორიის ამ ახალი ციკლის საწყის ეტაპზე, პრემიამ პირველად დაასახელა ლაურეატები საქართველოდან და უკრაინიდან.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში.
ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კომპლექტდება ეროვნული ჟიური ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით. 3-დან 5-მდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს ლაურეატს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, იზრდება მათი ცნობადობა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, რაც იწყება ბრიუსელში დაჯილდოების ცერემონიით და გრძელდება ევროპის მთავარ წიგნის ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებში ჩართულობით.
დაჯილდოების ცერემონია, ყველა გამარჯვებული ავტორის მონაწილეობით, გაიმართება 2019 წლის 2 ოქტომბერს, ბოზარში, ბრიუსელში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
პრემიის ვებგვერდი: http://www.euprizeliterature.eu/
Twitter: http://twitter.com/euplprize
Facebook-ის გვერდი: http://www.facebook.com/pages/European-Union-Prize-for-Literature/201625279911585
Instagram-ის გვერდი: https://www.instagram.com/euplprize/
ევროკავშირის კულტურული პორტალი: http://ec.europa.eu/culture/index_en.htm
შემოქმედებითი ევროპის პროგრამა: http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm