იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი. ინფორმაცია „ლიბერალს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.
გიორგი მიქაუტაძეს თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურა მოხსნა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დატოვა განაცხადი.
მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტში წარსადგენად თავად წარუდგინა.