ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსელი, რომელიც ლექტორს ომარ მახარაძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს დღეს უნივერსიტეტში დისციპლინური საბჭოს კომისიის წევრებმა გამოკითხეს.
საბჭოს სხდომაზე სტუდენტი ახალ ადვოკატთან ზაზა პაპიძესთან ერთად მივიდა. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად არ მისულა სხდომაზე.
ზაზა პაპაიძის თქმით, როგორც კომისიაზე ისე სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გოგონას ინტერესებს ის დაიცავს. ამის შესახებ მან "ლიბერალს" განუცხადა. "განსხვავებით საიასგან მე არ შემითავაზებია ჩემი თავი. მიმიწვია თავად და სისხლის სამართლის საქმეზეც მე დავიცავ მის უფლებებს" - განაცხადა ზაზა პაპიძემ.
მისივე თქმით, დღეს საბჭოს სხდომაზე არაერთი კითხვა დაისვა, მათ შორის მის მარწმუნებელს ჰკითხეს აზრი ვერსიაზე, რომელსაც ბრალდების ადრესატი აცხადებს. კერძოდ, ომარ მახარაძე ამბობს, რომ მას სავარაუდოდ, ტელეფონი გაუტეხეს.
ზაზა პაპიძის თქმით, სტუდენტმა დისციპლინური საბჭოს სხდომაზე ეს ვერსია არ გამორიცხა.
"არ გამორიცხავს ამ ვერსიასაც, იმიტომ რომ ისეთი საუბარი იყო - ქუჩური, ჟარგონული სიტყვები ჭარბობდა და ეს ეჭვი კი გაჩნდა, რომ ლექტორი და პროფესორი იმ ენაზე არ საუბრობს. ყველა კუთხით იქნა საქმე დანახული სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე. ყველა კუთხიდან შევხედეთ საქმეს, როგროც ეთიკის კომისიის წევრებმა ისე ჩვენ. ახლა მიმდიანრეოს მოკვლევა და წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძია. ყველაგან მე დავიცავ, ასე ვართ შეთანხმებული." - განუცხადა ლიბერალს ზაზა პაპიძემ.