Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპარტიარქოს პრესსამსახური: გარეჯთან სპეცტექნიკა დაამატეს და სამუშაოები გრძელდება

25 მაისი, 2019 11:57

"შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს". - ამბობს საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რამდენიმე დღის წინ დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტაურის მიმართულებით გზის გაყვანა დაიწყო. საპატრიარქოს პრესსამსახური ამბობდა, რომ მხარეების მოლაპარაკების შედეგად სამუსაოები შეწყდა, თუმცა დეკანოზის ბოლო განცხადების მიხედვით, მოლოდინები არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის თაობაზე კომისიის სხდომა გუშინ ბაქოში უკვე გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ რომ ექსპერტების დონეზე შედგება მონაკვეთის დათვალიერება, კარტოგრაფიულ მასალებზე მუშაობა და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^