დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევა დღეს, 25 მაისს, პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ლიბერალს შსს-ში დაუდასტურეს.
სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობას გულისხმობს.