Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მოუწოდებს არ დაარღვიოს ბავშვი დედის უფლებები

25 მაისი, 2019 15:11

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ინტერესებს.

ამავე საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო  ბავშვი დედის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, რაც გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს.

"2019 წლის 25 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გავიდა გადაცემის „შაბათის კურიერი“ ანონსი, რომელშიც ერთ-ერთი სიუჟეტი შეეხება აღაიანში მომხდარ ინციდენტს. ანონსში გაჟღერებულია ბავშვი დედის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის ინტიმური შინაარსის), რომელიც აქცენტს აკეთებს  ბავშვის –  როგორც დედის და ცოლის როლზე, მის ცხოვრების წესზა და ქცევაზე და ამით ახდენს სქესის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებას. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება უდიდეს ზიანს აყენებს არასრულწლოვანს და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და მართლმსაჯულების განხორციელებას". - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, განცხადებაში.

"ამასთანავე, ანონსიდან იკვეთება, რომ მომხდარი ინციდენტი  მედია საშუალების მიერ ცალმხრივადაა გაშუქებული, არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას და იწვევს ბავშვის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას.  მსგავსი შემთხვევების არასრული და არაობიექტური გაშუქება ხელს უწყობს საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე გავლენას ახდენს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

„ბავშვის უფლებების შესახებ“  გაეროს კონვენციით გარანტირებულია ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ამასთანავე,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს  არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა.

ჩვენ, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას გავასაჯაროოთ ბავშვი დედის რაიმე ინფორმაცია ან მედია საშუალებებს მივაწოდოთ მონაცემები მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა გახდეს  განვითარებული მოვლენების ცალმხრივად გაშუქების საფუძველი.

შესაბამისად, მივმართავთ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს”, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით არ გაუშვას სიუჟეტი აღნიშნული ფორმით და თავიდან აიცილოს ბავშვის უფლებების მძიმე ფორმით დარღვევა". - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^