
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო“,- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!’’ ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო“,- ნათქვამია მისალოც წერილში.