ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობა ეფუძნება- ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ ,-ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველიდა აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერსებს ემსახურება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.