გუშინ, დაახლოებით 5 საათისთვის, 7 წლის ბავშვი უფლისციხის კომპლექსში, ეკლესიის წინ, დაახლოებით 8-10 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც „ლიბერალს" უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბავშვი ე.წ. ქურუმთა დარბაზში ჩავარდა.
„ღმერთმა უშველა და ბავშვი სასწაულით გადარჩა. წვივის ძვალი და ცხვირი აქვს გატეხილი, სხვა არაფერი", - გვითხრეს ადმინისტრაციაში.
ფოტო: saunje.ge