Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორში სეტყვით დაზარალებულები აქციას მართავენ და ავტობანის გადაკეტვას გეგმავენ

27 მაისი, 2019 13:17

გორში სეტყვით დაზარალებულები მერიასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენელთან, გუბერნატორთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც „ლიბერალთან“ საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, ამ წუთებში აქციის მონაწილეები ავტომაგისსტრალისკენ მიემართებიან და გზის გადაკეტვას გეგმავენ, რათა „მთავრობის ყურადღება მიიქციონ“. აქცის მონაწილეები სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

რადიო „მოზაიკას“ გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ გორის მერიას სეტყვისაგან დაზარალებულების დახმარება არ შეუძლია. 

„ბევრ სოფელში იყო სეტყვა. ჯერჯერობით, არაა დათვლილი რა ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა. სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტის მერიას სეტყვისაგან დაზარალებულების დახმარება არ შეუძლია", - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა

როგორც „ლიბერალს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 16 საათზე მერი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაზარალებულებს შეხვდება.

ფოტო: რადიო „მოზაიკა“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^