Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიზი

27 მაისი, 2019 17:25

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვას აფასებს. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. გადამწყვეტი სიტყვა დღეს სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ, რომელიც გამოძიების დაწყებიდან იცავს დაზარალებულ ზაზა სარალიძის ინტერესებს, მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებების ანალიზი.

„სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის  საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება  სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს)“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^