Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი - სააკაშვილი

28 მაისი, 2019 11:30

ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს .

„დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური ერები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს დავით გარეჯის კომპლექსთან სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია იგეგმება, სახელწოდებით „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია". 

დავით გარეჯის კომპლექსთან ხვალ, 28 მაისს, აქცია იგეგმება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^